20:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 13:43:23, 445 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მე-2 ეტაპი დაიწყო

რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მე-2 ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა „ერთობლივი მომზადების საკითხები“ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის უნდა შეიმუშაონ.

„სწავლების ჩატარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს განაცხადა. ეს განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  გასცა - როგორც სამხედრო დეპარტამენტი იტყობინება, რუსეთის მისამართით ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ“, - წერს მედია.

შეგახსენებთ, წვრთნის პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო, რა დროსაც „ისკანდერის“ კომპლექსი და „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics