|
2024-06-10 20:21:40, 449 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - შეგვიძლია შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ
გვჭირდება სტაბილურობა, პირველი ვადისას ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას, შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ლაიენმა აღნიშნა, ევროპარლამენტში, თანამოაზრეებთან ერთად, ლიბერალური უმრავლესობის ფორმირებას შეეცდება. „ამ ტურბულენტურ დროში ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებულება და უწყვეტობა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან, ვინც არის პროევროპელი, პროუკრაინელი და კანონის უზენაესობის მომხრე. ჩვენ ერთად შევქმნით და შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ. და ეს აუცილებელია, რადგან გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მხოლოდ მოკლედ გამოვყოფ საკითხებს: რუსული აგრესიული ომიდან კლიმატის ცვლილების ან ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შედეგებამდე; წელს არჩევნებია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ამ ყველაფრისთვის და კიდევ ბევრისთვის, ჩვენ გვჭირდება ხილული ევროპა. ჩვენ გვინდა ამ ევროპის წინსვლა. და ეს სამუშაო დღეს, არჩევნების მეორე დღეს იწყება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)