04:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 23:21:40, 1086 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც „ოცნებისა“ და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს მოიცავს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრების, სამართალდამცველებისა და კერძო პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მილერის თქმით, სავიზო შეზღუდვა დასანქცირებული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.

"ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის, პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები",- განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, რამდენი ათეული პირის წინააღმდეგ არის აღნიშნული სანქციები, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ საუბარია ორ ან სამ ათეულ პირზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics