|
2024-06-06 13:36:48, 453 ნახვა
პოლიტიკა
დუგინი - საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია
საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია,- ამის შესახებ რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი Telegram-ზე წერს. დუგინის განცხადებით, "რუსეთში, ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ, ქართველი ხალხის პოზიციას იზიარებენ". "საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის შესახებ, რომელიც რუსეთში ადრე ექსტრემისტულად იყო აღიარებული და აკრძალული. კანონპროექტების პაკეტი, სახელწოდებით "ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ასევე კრძალავს სქესის შეცვლას. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ მათი მიზანია, დაიცვან ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გამოუსწორებელი შედეგებისგან". პარტია "ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველოს, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ესმის, თუ რა მოჰყვება ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას: სუბიექტურობის დაკარგვა და სრული პოლიტიკური დამოკიდებულება აშშ-სა და ევროპაზე. შესაძლოა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღები გაძლიერდეს და დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდეს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციისთვის. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ",- წერს დუგინი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)