|
2024-06-06 13:03:14, 456 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - კონგრესმენს მივმართეთ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს მაღალი დონის დელეგაციები და საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია მოხდეს
აშშ-ის კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდეს როგორც მაღალი დონის დელეგაციები წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს" "მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო დამკვირვებლების, რადგან ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელია, რომ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებიც და მაღალი დონის დელეგაციებიც კონგრესიდან",- ამბობს ბოკუჩავა. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)