|
2024-06-05 16:31:56, 415 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - როგორ შეიძლება, ის ქვეყანა იყოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ დევნილები სახლებში დაბრუნდნენ
როგორ შეიძლება, ის ქვეყანა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, "ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ". "ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და რანაირი სტრატეგიული პარტნიორია ქვეყანა, რომელიც ასეთ რეზოლუციას მხარს არ უჭერს. უკვე ყველაფერი გასაგებია და ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი და ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ, ახალი რაღაც სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს და აი, ამ გადაწყვეტილებას, რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ამ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა",- ამბობს ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)