|
2024-06-05 13:30:32, 417 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ
ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ განხილვას. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განხილვაში მონაწილე ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელ ნატალია საბანაძესა და "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს მოღალატეები უწოდა. "ჩვენ ვნახეთ 2 მოღალატე და არცერთი მეგობარი. აი, ეს არის საბოლოოდ ის დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, რომელშიც "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძეც მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)