|
2024-06-05 12:30:20, 423 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჟურნალისტს - მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა. „ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის" ჟურნალისტს. შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)