|
2024-06-05 09:45:07, 418 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - კანონს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, აშშ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს
კანონს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, აშშ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს,- ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის განცხადებას, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოში „მაიდანის სცენარით“ ხელისუფლების დამხობა სურს. მილერის თქმით, ის, რაც საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ხდებოდა, ქართველი ხალხის ნების გამოხატვა იყო. „ის, რაც თქვენ ნახეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხის ნების გამოხატვაა და მათი წინააღმდეგობაა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)