|
2024-06-03 14:33:53, 278 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კანონის მოწინააღმდეგეებს არგუმენტიც არ ჰქონიათ, მხოლოდ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არგუმენტია „იმიტომ“
„თუ „ენჯეოები“ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, აღნიშნული კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს და ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. „კანონი, რომელიც ძალაში შედის, მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - გამჭვირვალობას. წლის განმავლობაში ერთხელ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რა პროექტებში რამდენი იხარჯება. მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი სიბინძურე მოვისმინეთ, იმხელა შემოტევები იყო, ცდილობდნენ, რომ აღნიშნული კანონი რუსულ კანონად შეეფუთათ, რაც არ გამოუვიდათ. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა, რომელიც ევროპულობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს. ამიტომ იყო, რომ არგუმენტიც არ ჰქონიათ. ბოლოს ერთადერთი ადამიანი გამოინახა - პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ არგუმენტია „იმიტომ“, - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომელიც აცხადებს, რომ კანონს არ დაემორჩილება და ფინანსურ დეკლარაციას არ წარმოადგენს, კახა კალაძის თქმით, ეს მათი ორგანიზაციების ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. „თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას. თუ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება? თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება - ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)