|
2024-06-01 18:20:32, 384 ნახვა
პოლიტიკა
იზორია როთს - კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადსხვაა - თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია
გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის სტატუსს ეხმიანება. იზორია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!“ - აღნიშნავს იზორია. შეგახსენებთ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)