|
2024-05-31 21:08:40, 402 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს
ეუთოოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. „ეუთოოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. აქედან გამომდინარე, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ჩვენთვის ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც დაეფუძნა თავიდანვე ევროპული კავშირი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)