10:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 16:45:17, 281 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11 წლიან შედეგებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ, მოსახლეობას, ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.  

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics