|
2024-05-30 15:40:16, 311 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატით, სიტყვით გამოდის. მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა, დეპუტატებს, მიმდინარე კვირაში, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა. „მინდა გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ბატონ ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. ამ შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, ამ თვალსაზრისით, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)