09:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 15:27:23, 406 ნახვა

პოლიტიკა
კამერონი - ვეტოს დაძლევითა და კანონის მიღებით ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და ამ კანონის მიღებას ეხმაურება.  

როგორც კამერონი სოციალურ ქსელში წერს, ვეტოს დაძლევითა და კანონის მიღებით ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.

"საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის" კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.

დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას", - აღნიშნა კამერონმა.

შეგახსენებთ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics