09:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 14:55:20, 476 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ხარაზიშვილზე - ეს იყო ირონიული განცხადება - ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც აღიარება

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვას, აღიარა თუ არა ხარაზიშვილმა ადამიანების ცემა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ „ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც რამე ტიპის აღიარება". 

„რაც შეეხება ინცინდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინცინდენტებს, რომლებიც იყო. მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, ზოგადად, მთელი ამ აქციების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ამ კონკრეტული ინცინდენტების გამოკლებით",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს... სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics