10:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:22:52, 304 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული სამუშაოს ანგარიში და მიღწეული შედეგები ოთარ შამუგიამ წარუდგინა. 

მინისტრმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა.

ოთარ შამუგია სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამინისტრო, ერთი მხრივ, გააგრძელებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებების გათვალისწინებით, მოამზადებს და აამოქმედებს  ახალ პროგრამებს.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას. დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება; აქცენტი გაკეთდება ტყის აღდგენის სამუშაოებზე, განსაკუთრებით ჭალის ტყეებისა და უნიკალური ეკოსისტემების მოვლა-აღდგენაზე; დამტკიცდება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, რომელთა მიზანია საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და შესრულება; გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება; გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა; გაფართოვდება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას; მეტად დაჩქარდება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება,  მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც  გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს დამატებით  16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. 

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა მთავრობის გუნდს,  საქართველოს პარლამენტს, მათ შორის განსაკუთრებით გამოყო აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები, აქტიური თანამშრომლობისთვის.

„მადლობა  მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მადლობა დარგობრივ ასოციაციებს, ფერმერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ვისაუბრე“, - განაცხადა შამუგიამ.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics