|
2024-05-29 14:14:29, 364 ნახვა
პოლიტიკა
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მთავრობამ აირჩია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს
ვწუხვარ, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, აირჩია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს,- ასე ეხმაურება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა. "ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა "უცხოური აგენტების" კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, აირჩია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს",- წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)