|
2024-05-28 18:55:16, 621 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით მხარი დაუჭირა. 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბოლო მრავალათასიანი დემონსტრაცია 11 მაისს გაიმართა. დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან "ევროპის მარში" მოეწყო, რაც ევროპის მოედანზე მასშტაბური აქციით დასრულდა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც, აქციების ფონზე, კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)