12:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 14:07:02, 410 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით

დღეს ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით. ვინც არ უნდა იყოს ის, უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ,- ასე მიმართა  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილის თქმით, "ოპოზიციის წარმომადგნელები საკუთარ დღის წესრიგს აგებენ უცხო ქვეყნების პრესსპიკერების განცხადებებზე".

"სიტყვა ღალატი აქ ბევრჯერ ითქვა. ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ბატონი როსტომ ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ ამ დარბაზში. ეს არის, თქვენი აზრით, ზვიად გამსახურდიას იდეალები, რასაც თქვენ აკეთებთ - უცხო ქვეყნის სპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი, რა კანონი მიიღოთ და რა კანონი არ მივიღოთ? კანონი არის  უცხო ქვეყნის გავლენებზე! უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? ეს არის თქვენი იდეალი, რომ  ფული ისე შემოდიოდეს და ისე ჩუმად იხარჯებოდეს პოლიტიკაში, რომ კაციშვილი ანგარიშს არ აბარებდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს? ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ, რა განცხადებას გააკეთებს რომელიღაც  ქვეყნის პრესსპიკერი და პარლამენტარი საზღვარგარეთ. აქამდე მიხვედით დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ. იქამდე მიხვედით, რომ გარეთ იყურებით, რა მოგივათ იქიდან მითითება თუ ტონი და იმ ტონით აგრძელებთ აქ საუბარს. სირცხვილია! ამას კადრებთ ამ დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი",- მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics