12:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 14:55:40, 423 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ - დასტურია იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი ხელით იმართება

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას „მიესალმება".

როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, „ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან".

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის  მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics