|
2024-05-27 11:22:38, 413 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო კანონს. როგორც იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს". "კანონის ამ ფორმით მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, რითაც გაჩნდება სივრცე, სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე სამსჯელოდ. უკვე თითქმის 2 თვეა, დაძაბულობაა ქვეყანაში. ამ კანონს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. ხშირად, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)