11:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 23:35:09, 315 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო გამშვები პუნქტზე ,,სადახლო" სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია მუშაობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიგაცნობებთ, რომ  რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერე ,,დებედამ" დააზიანა (საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში), სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე, სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის" მუშაობის პროცესი. შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ეთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან,საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ნინოწმინდა" და ,,გუგუთი".

ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს"მიმდებარე ტერიტორია.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო" და ,,სადახლო სარკინიგზო" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics