00:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 23:28:01, 579 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს

ისრაელი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებს. ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი მოქმედებს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების დაცვის უფლებაზე დაყრდნობით, თავისი მორალური ღირებულებების და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

ამასთან ისრაელის მხარე აღნიშნავს, რომ ისინი არ განახორციელებენ სამხედრო მოქმედებებს რაფაჰის რაიონში, რამაც შეიძლება ღაზის ზონაში მცხოვრები პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკური განადგურება გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics