06:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 16:39:20, 392 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო, 26 მაისთან დაკავშირებით, მცხეთაში კონცეფციით, „საქართველო ღვინის სამშობლო“ იქნება წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ქართლის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების

"მრავალფეროვნება; მოეწყობა  ე.წ. სომელიეს კუთხე, სადაც კონკურსის „საუკეთესო სომელიე 2021“-ის გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი პროფესიულ დეგუსტაციას გამართავს. 

ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი სივრცე, გაიმართება საბავშვო და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები; ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო ტექნიკის გამოფენის დათვალიერება იქნება შესაძლებელი 

17.10 საათზე აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს  ჰიმნს.

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ზუგდიდში და ოზურგეთში წარმოადგენს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics