|
2024-05-22 17:20:34, 295 ნახვა
პოლიტიკა
„რადიო თავისუფლების“ წყარო - აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია
"რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრი ანონიმურობის დაცვის პირობით უცხადებს, რომ კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა. წყარო "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია". ამასთან, წყაროს საუბრობს სანქციებზეც და აღნიშნავს, რომ სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული. "ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე, როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის "ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს "უცხოური აგენტების“ კანონპროექტით", - ნათქვამია სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)