01:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 16:52:57, 532 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის მხრიდან გაზრდილი მუქარის გამო, ნეიტრალური სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო ნატოს უნდა შეუერთდეს

რუსეთის მხრიდან გაზრდილი მუქარის გამო, ნეიტრალური სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო, რომელსაც უსაფრთხოება სურს, ნატოს უნდა შეუერთდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.

შაპსის თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სარგებელს იღებს ნატოსგან, თუმცა ისინი არ არიან წევრი ქვეყნები. 

„ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო აქტიურად იღებს სარგებელს ნატოსგან, ისინი სარგებლობენ თავისუფლებით, თუმცა არ არიან კონტინენტის კოლექტიური შეკავების ხელმომწერები. როდესაც მგელი ევროპული უსაფრთხოების უკანა ეზოშია შემოსული, ნეიტრალიტეტის დრო აღარ არის“, - განაცხადა გრანტ შაპსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics