|
2024-05-22 16:08:14, 285 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - „ნაცებს“ ქვეყნის ასარევად რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ პროპაგანდაზე გადავიდნენ, ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ხალხზე კომპრომატები აქვთო, იმუქრებიან
"ნაცებს", ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ - ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის განცხადებით, "უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს". "ნაცებს", ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ - ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ. ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ", - წერს იონათამიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)