22:40 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 14:29:04, 687 ნახვა

რეგიონი
„ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“ - ქედის მერია 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს

"ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!" - ქედის მერია 26 მაისს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მერიის ცნობით, დამოუკიდებლობის დღის პროგრამა ასეთია: 

"ღონისძიების ადგილი: დაბა ქედა, ყედირ შერვაშიძის სკვერი, დაბა ქედის ცენტრალური პარკი.

პროგრამის დასაწყისი: 11:00

11:00 - ყედირ შერვაშიძის ბიუსტის გვირგვინითა და ყვავილებით შემკობა, საქართველოს ჰიმნი!

11:30 - მსვლელობა დროშებით სკვერიდან ცენტრის მიმართულებით; ფლეშმობი ახალგაზრდების შესრულებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი", სახელოვნებო სკოლის ქორეოგრაფიული ჯგუფი "საუნჯე" და ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვები".

დაბა ქედის ცენტრში თემატური გამოფენა მოეწყობა.

ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები:

12:00 - დაბა ქედის ცენტრში მარათონის გახსნა, გამარჯვებულების დაჯილდოება.

მოეწყობა ფრანების შოუ.

13:00 საათი - ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე მოეწყობა შეჯიბრი ბირთვის კვრაში. გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება.

14:00 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ქედის კულტურის სახლთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური ანსამბლების კონცერტი გაიმართება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics