|
2024-05-22 11:25:57, 388 ნახვა
პოლიტიკა
FT - ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის ბლოკთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის მიზეზი "რუსეთის მიერ შთაგონებული "უცხოელი აგენტების" კანონთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგობრივი პოზიციაა". "საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უგულებელყო ბრიუსელის გაფრთხილება და რამდენიმეკვირიანი ქუჩის საპროტესტო აქციები და გააგრძელა საკამათო კანონი, რომელიც მსგავსია რუსეთში უკვე მოქმედი კანონისა",- წერს გამოცემა. FT წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, რათა განიხილონ შემაკავებელი ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მომავალ კვირას. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის სახსრების გაყინვა. "ევროპული დედაქალაქები განიხილავენ "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს", - იტყობინებიან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პირები",- წერს Financial Times-ი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)