02:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 16:11:29, 489 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას და მათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის საშუალებას მისცემს.

"მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან.

ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას; საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები", - წერს ბორელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics