16:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 20:42:58, 370 ნახვა

მსოფლიო
ბენი განცმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ჰააგის სასამართლო პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა.

ბენი განცი აკრიტიკებს კარიმ ხანის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე.

როგორც განცი აღნიშნავს, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ.

„ისრაელი იბრძვის ისტორიაში უმკაცრესი მორალური კოდექსით, იცავს საერთაშორისო სამართალს და აქვს ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებსა, რომლებმაც გადაწყვიტეს თავი დაიცვან ტერორისგან და სისხლისმსმელი პერცეპტული ორგანიზაციის ლიდერებს შორის პარალელის გავლება არის სამართლიანობის დამახინჯება და აშკარა მორალური მარცხი. პროკურორის პოზიცია მიმართოს დაკავების ორდერების გასაცემად, თავად არის ისტორიული მასშტაბის დანაშაული, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ“, - განაცხადა განცმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს,თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics