|
2024-05-17 14:37:38, 406 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე: "თავისუფლება დღეს ჩვენი“... - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“. „თავისუფლება დღეს ჩვენი. მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას. მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას“, დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვნე მთავარი სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“, ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე: "თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდება; დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება". ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით სწორედ სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“ ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)