|
2024-05-16 10:24:01, 387 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ
მინდა, ყველას ვუთხრა - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა". მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ. „გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგესო. ამას მოჰყვა „ჟურნალისტების რევოლუციის“ მცდელობა. დღეს, 2024 წელს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა. აქციის შინაარსი, პერფორმანსები ერთი-ერთში აკერმანის სახელმძღვანელოდან არის. კიდევ იქ არიან ჩარჩენილნი და ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ რევოლუციის მოწყობას. 2014 წელს უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ახლა რა მდგომარეობაში არიან, ყველა ვხედავთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით, ომი რამხელა უბედურების მომტანია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ და ა.შ. ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი ჩვენი ბატონი ვერ იქნება. ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „უცხოელი დონორი ორგანიზაციები საქართველოში კარგ პროექტებსაც ახორციელებენ, თუმცა, შავი ფულის შემოდინებაც ხდება, რაც გამჭვირვალე არ არის". „რა თქმა უნდა, აქციებზე დგას ადამიანების ნაწილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან არ უნდა გავაიგივოთ. ასევე, იქ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დონორებისგან ფინანსდებიან და ეს ყველაფერი გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, საიდან და რისთვის ფინანსდებიან. ამის მაგალითი უკვე გვქონდა, როცა ვითომ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგს აწყობდნენ და ამ დროს რევოლუციაზე საუბრობდნენ. ერთი ხელით კარგ პროექტებს აფინანსებენ და ამას ჯანსაღი ადამიანი რანაირად შეეწინააღმდეგება? ყველა მსგავს პროექტს მივესალმებით. თუმცა, არის შავი ფულის შემოდინება, რაც არ უნდათ გამჭვირვალე იყოს, რადგან ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)