|
2024-05-14 22:15:59, 539 ნახვა
სამართალი
სსს - სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)