23:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 22:09:11, 450 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა ჯიმ ო’ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ თემებზე საუბარი დახურულ შეხვედრაზეც კი არ არის მარტივი.

„ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ობრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით“, - აღნიშნა პრემიერმა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა ისაუბრა ე.წ ომის პარტიის არსებობა აარსებობის საკითხზეც.

"კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია. რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და საქართველომ ზურგი უნდა აქციოს "გლობალური ომის პარტიის" ზრახვებს, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება, ქართული ოცნების გადასაყენებლად, 12-წლიანი მტკიცე კოოპერაციის მიუხედავად.  ეს არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად არასწორი გაგებაა." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics