|
2024-05-14 16:21:05, 375 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო - საქართველო ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში მონაწილეობს
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ქ. ბრიუსელში, მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭოს (ECOFIN) შეხვედრაში. შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან ერთად ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მნიშვნელოვანია, რომ წელს, 15 იანვარს საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ევროკომისიაში პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა (Economic Reform Programme, ERP). აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების ინტეგრირებას ევროპული სემესტრის დაგეგმვის ფარგლებში. „შედგა შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ეკონომიკური რეფორმების გეგმა, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ პირველად წარუდგინა ევროკომისიას. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული გამორჩეული პოზიცია არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებითაც. საქართველო გამორჩეულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წელს ერთ-ერთი დაბალია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. ასევე, ქვეყანამ ძალიან სწრაფად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, როგორც საბიუჯეტო დეფიციტის, ასევე საგარეო ვალის შემცირების მიმართულებით. გარდა ამისა, განხილული იყო საქართველოში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას მომავალ პერიოდში მიაღწიოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. შეხვედრაში მონაწილეობენ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინის ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების პრეზიდენტები, ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი დასკვნების გამოქვეყნება, რაც აჯამებს საქართველოს და სხვა კანდიდატი ქვეყნების მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) შეფასებას და მასზე დაფუძნებით გასცემს რეკომენდაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური გეგმების შემდგომი განახლებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) პირველი დოკუმენტი მოიცავდა, როგორც სავალდებულო მაკროეკონომიკური პროგნოზების და ანალიზის ნაწილს, ასევე სტრუქტურული რეფორმების ნაწილს. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ რეკომენდაციები მომზადდა, როგორც მაკრო-ფისკალური ნაწილის, ისე სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, არაფორმალური ეკონომიკა და დასაქმება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და მასთან დაკავშირებული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმები და სხვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)