10:42 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 16:38:49, 414 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტი მზადაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მსჯელობა დაიწყოს

„შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაც და სასამართლოებიც მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩეობში მოქმედებენ.

„შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ. მანამდე ჩვენც და სასამართლოებიც მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ. არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკავებულია თავისი საქმის კეთებით. რაც შეეხება იმას, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ თუ არ დაინიშნონ სწრაფად, მოვისმინე სხვადასხვა მოსაზრებები, საკონსტიტუციო სარჩელი და ა.შ. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე ახლა მოსამართლეების დანიშვნა რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი?“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics