00:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 17:29:16, 435 ნახვა

პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ივლიანე ხაინდრავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ხაინდრავა "არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან". 

"ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. 

ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან. 

პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მოსწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის",- წერს ბრაგვაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ხაინდრავამ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია "ტაბულასთან" საუბრისას დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics