19:04 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 14:51:33, 406 ნახვა

საზოგადოება
იაგო ხვიჩია - გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს

არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მიტინგები საჯაროდ უნდა იგეგმებოდეს და ხალხს უფლება ჰქონდეს, თავისი გმირები გაიცნოს.

„არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს. ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება, აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე? შეიძლება, ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს. შეძილება, მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება, არანაირი გეგმა არ გქონდეს?

მე ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სი*ები?

მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს, ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს.

მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს, ვინაა ნორმალური და ვინ გამო*ლევებული.

მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან რომ ნიჭი არ აქვთ, იდეა არ აქვთ, გამბედაობა არ აქვთ, რეპუტაცია არ გააჩნიათ და იმალებიან.

მოკლედ, რომ ვთქვათ, სამწუხაროდ აქციას სი*ები მართავენ და სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება",- წერს ხვიჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics