15:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 14:12:05, 374 ნახვა

პოლიტიკა
როთი - ამ კანონით, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ

ამ კანონით, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა.

როთი აღნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს "საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს", თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  კანონპროექტს არ გაიწვევენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ "უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი. ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“, - განაცხადა როთმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics