|
2024-05-11 12:29:48, 374 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს - Human Rights Watch
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს. "საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის შემოღება, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. კანონპროექტმა, რომელიც განიხილება 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, გამოიწვია საქართველოს ორმხრივი და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა და გამოიწვია ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი", - ნათქვამია განცხადებაში. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყანაში კრიტიკული ხმების მარგინალიზებას და ჩახშობას, რაც ფუნდამენტურია ნებისმიერი მოქმედი დემოკრატიისთვის. "პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტური გამოძიება", - წერია განცხადებაში. 17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა. 13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)