2024-05-10 14:46:34, 379 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - შეიქმნება სპეციალური ფონდი იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, არჩევნების შემდეგ ყველა გათავისუფლებული პირი სამსახურში აღდგება.
"შეიქმნება სპეციალური ფონდი ყველა იმ ადამიანიას დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ. არჩევნების შემდეგ, ყველა ამ ადამიანის აღდგენა მოხდება სამსახურში",- წერს ხაზარაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,