2024-05-10 13:19:06, 404 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, თევზჭერის აკრძალული საშუალებების - ელექტროშოკური მოწყობლობების, ე.წ. პილიკანების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 7 კილოგრამამდე თევზი.
მათივე ინფორმაციით, ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),