|
2024-05-10 13:13:19, 427 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ჩიქოვანი - რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნება ევროპაა. „გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. მე მახსოვს, რომ ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ, რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“ თუ არც კი ვიცი რა დავარქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ. არავინ არ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ჩვეულებრივი იარაღი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი",- ამბობს ჩიქოვანი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ჩიქოვანი მძიმე ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)