|
2024-05-09 09:49:31, 425 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ონიანი - სახლში 14 წლის შვილი იმყოფებოდა, ე.წ. კრიმინალები მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გუშინ გვიან ღამით, სახლში მიუვარდნენ. როგორც ონიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, ამ დროს სახლში მისი არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი იმყოფებოდა, რომელზეც "აგინებინეს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს". ონიანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ. "გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი სცემეს, წავედი საავადმყოფოში. ეს, რა თქმა უნდა, იცოდა ერთადერთი სუს-მა იმიტომ, რომ ტელეფონზე ვისაუბრე. ანუ იცოდა, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე სახლში არ ვიყავით და იყო 14 წლის შვილი. დააორგანიზეს, ასე ვთქვათ, თავიანთი ე.წ. კრიმინალები, გამობმულები რომ ჰყავთ კუდზე, მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს. რაც დაინახა ბავშვმა და რასაც აღწერს, იყო 40-50 წლის შავგვრემანი, თმაგადაპარსული ადამიანი. მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ეს ტიპი ვიღაც, საცოდავი, აქ რომ მოაგზავნეთ, ეს შეიძლება გადარჩეს, ეს უბრალოდ ჩვენებას მისცემს და აუცილებლად ილაპარაკებს იმაზე, როგორ იყო საერთო დავალება გაცემული, რომ ასე მივარდნილიყავით ადამიანებთან და რაც მთავარია, პატარა ბავშვები შეგეშინებინათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ გადარჩებით, პასუხისმგებლობა ნამდვილად დაგეკისრებათ თქვენც და თქვენს შს მინისტრსაც", - განაცხადა ონიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)