|
2024-05-03 23:14:22, 431 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ წერს. როგორც მიშელი წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. "ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. აქტიური დებატები ახლა ქვაკუთხედია და ის ნამდვილად საჭიროა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს შარლ მიშელი.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)