|
2024-05-03 10:42:22, 493 ნახვა
საზოგადოება
DRI - პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე, ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე მიანიშნებს
პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე, მიანიშნებს ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. DRI-ის ინფორმაციით, 2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ორგანიზებული ჯგუფები დაესხნენ თავს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, "ძალადობრივი თავდასხმის ადგილზე არ იყო არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი. სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე არ გამოჩენილან არც ინციდენტის შემდეგ. ამ დრომდე ორგანიზებული ძალადობა არ შეუფასებია შინაგან საქმეთა სამინისტროს". "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ეხმიანება 2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებზე ორგანიზებული ჯგუფების თავდასხმას, აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ხაზგასმით თვალშისაცემია სამართალდამცველთა უმოქმედობა და მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. დაახლოებით, ღამის 01:20 საათზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მოულოდნელად, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, თავს დაესხა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მქონე 20-მდე ადამიანი, რომლებიც რამდენიმე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელთა შეთანხმებული მოქმედება ამყარებს ვარაუდს, რომ მოძალადეები იყვნენ წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრები. თვითმხილველების გადმოცემიდან და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალიდან დასტურდება, რომ თავდამსხმელები აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ ურტყამდნენ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ინციდენტს შეესწრნენ ბავშვებიც. გავრცელებული კადრებიდან იდენტიფიცირებადია ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრების ვინაობა. კარგად ჩანს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრებიც. ძალადობრივი თავდასხმის ადგილზე არ იყო არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი. სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე არ გამოჩენილან არც ინციდენტის შემდეგ. ამ დრომდე ორგანიზებული ძალადობა არ შეუფასებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაცია და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მოძალადეების პირისპირ შეტოვება წარმოადგენს პრაქტიკას, რომელსაც წლებია ამკვიდრებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მაშინ, როდესაც სამართალდამცავების ძირითადი რესურსი მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არის მიმართული (მშვიდობიანი აქციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაშლის მცდელობა, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციული წესით დაკავება), პოლიციის უმოქმედობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ხაზგასმით თვალშისაცემია",- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)