|
2016-02-11 22:12:32, 419 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან
''ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები, საშუალებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა დღეს და ხვალ'' – ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და ნატოს წევრებმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც საქართველოში ნატოს მეტი კონსულტანტისა და ინსტრუქტორის ჩამოსვლას ნიშნავს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვქონდა. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად 20 ქვეყანა იყო და ჩვენ დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით. თუ რომელი ქვეყანა რა მასშტაბითა და ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმავე JTEC-ის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლის, დაზვერვის, ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო და ავიაციის მიმართულებებში. ამ კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში. ამის პირობა მივიღეთ, რაც ამგვარი შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანაა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდასაჭერად სპეციალური ნდობის ფონდის შექმნის საკითხიც დასვა. „იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში ინიციატივა ყველა მხარემ პოზიტიურად აღიქვა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ნატო-საქართველო კომისიის ფორმატში რუსეთის თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა სირიაში რუსეთის მოქმედებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხი ნატოს მინისტერიალზე და თავდაცვის მინისტრების ვახშმის დროს განხილვის მთავარი თემა იყო.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)