|
2024-04-30 18:44:14, 620 ნახვა
ეკონომიკა
„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველომ“ შვედური ბრენდის ელექტრომობილები XC40 და EC40 კომპანიას დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდა.
მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. მოლაპარაკებები კომპანიასთან 2023 წლის მიწურულს დავიწყეთ და შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. შედეგად „ასტრაზენეკას“ ავტოპარკი სრულად განახლდება VOLVO-ს ელექტრომობილებით. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება გარემოზე ზრუნვის საკითხს და მთელი ავტოპარკი ელექტრული ავტომობილებით ჩაანაცვლა, მეორე მხრივ კი, აქცენტს აკეთებს უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით კომპანიის მოთხოვნებსა და მიწოდების ვადებს. საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მინდა, „ასტრაზენეკას“ მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ზრუნავს გარემოზე და ირჩევს „ვოლვოს“ ბრენდს“. „ასტრაზენეკას“ გეგმაა, კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრული გახდეს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილების შერჩევის პროცესში საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და კრიტერიუმები ჰქონდათ. ეკოლოგიურობასთან ერთად, პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება „ვოლვო ქარ საქართველომ“ შეძლო, შესაბამისად, კომპანიის ავტოპარკი VOLVO-ს ელექტრომოდელებით ჩანაცვლდება. მაია მაისურაძე, „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ წარმომადენლობის დირექტორი საქართველოში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება და ამ გამოწვევაში საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები გვქონდა. პარტნიორმა კომპანიამ კი სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ და წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის. ჩვენი ავტოპარკის 80% უკვე განახლდა და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“. მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში შვედეთის საელჩოს ჩართულობა, რომელიც საქართველოში მოქმედ შვედურ კომპანიებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. ავტომობილების გადაცემის პროცესს საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი ილვა ფესტინი ესწრებოდა. ილვა ფესტინი, საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი: „ვოლვო ქარ საქართველო“ და „ასტრაზენეკა“ საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ კი ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შვედურ კომპანიებს საქართველოს მიმართ აქვთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ქართული ბიზნესი თანმიმდევრულად ვითარდება როგორც მსოფლიოში არსებულ მიზნებთან, ასევე მდგრადობის პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გვსურს, ამ თანამშრომლობით სხვა კომპანიებიც წავახალისოთ, რადგან, თუ კომპანიას სურს, მომავალში რელევანტურად დარჩეს, მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დადგეს“. აღსანიშნავია, რომ გლობალურად „ასტრაზენეკას“ სტრატეგია, სათბურის აირების ემისიის შემცირებაა გარემოში, ამ პროცესში კი კომპანიის მხარდამჭერი შვედური ავტომწარმოებელი „ვოლვოა“. ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტის AstraZeneca-სა და შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს პარტნიორება 40-წლიან ისოტრიას ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამაც არჩევანი სწორედ „ვოლვო ქარ საქართველოზე“ შეაჩერა.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)